ლონდონის ღირსშესანიშნაოები

                                       

           ლონდონის ღირსშესანიშნაობები

              ბიგ-ბენი                 

იგ-ბენი (ინგლ. Big Ben)  — უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელი, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ[1], რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ქვია[2]. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს იქნა დასრულებული, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა[3], რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა[4][5]. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისის ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარ მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.\

                                  ლონდონის თვალი                                                                                          ლონდონის თვალი (ინგლ. London Eye, ასევე ცნობილი როგორც Millennium Wheel – ათასწლეულის ბორბალი) — ყველაზე მაღალისათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
1999 წელს აგების მომენტში ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში, თუმცა 2006 წლის მაისში მას ჯერ ნანჩანის ვარსკვლავმა (160 ), ხოლო 2008 წლის თებერვალში კი სინგაპურის მფრინავმა (165 ) გაუსწრო. თუმცა მისი ოპერატორები მას დღემდე მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს უმაღლეს ცალმხრივად დამაგრებულ სათვალთვალო ბორბალს (ვინაიდან მთელი კონსტრუქცია ეყრდნობა A-ფორმის საბჯენებს ცალი მხრიდან). 

                            ლონდონის ტაუერი

მისი უდიდებულესობის სასახლე და ციხესიმაგრე ან უბრალოდ ლონდონის ტაუერი — ისტორიული ციხესიმაგრე ლონდონის ცენტრში, მდინარე ტემზის სანაპიროზე. აშენდა 1066 წელს, ინგლისის ნორმანული დაპყრობების პერიოდში. თეთრი ტაუერი, რომლისგანაც მთლიან ციხესიმაგრეს ეწოდა სახელი, კომპლექსის ცენტრში მდებარეობს. ის 1078 წელს ააგო უილიამ დამპყრობელმა და წარმოადგენდა ქალაქის შევიწროების აღმაშფოთებელ სიმბოლოს. 1100 წლიდან ციხესიმაგრე საპყრობილედ გამოიყენებოდა, თუმცა მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი ეს არ ყოფილა. მთლიანობაში, ტაუერი რამდენიმე ნაგებობისგან შემდგარ კომპლექსს წარმოადგენს, რომლებიც დამცავი კედლებისა და თხრილის შიგნითაა მოქცეული. XII-XIII საუკუნეებში კომპლექსი მნიშვნელოვნად გაფართოვდა
Tower of london from swissre.jpg



                                                      

No comments:

Post a Comment